მიმდინარე წლის 5 ივნისს 21 საათზე ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" (უსმა/ usma) ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე: ,,უსაფრთხოების ფილოსოფია". ღონისძიების მოდერატორები: ასოციაციის თავმჯდომარე, მეცნიერებათა დოქტორი ბესიკ ობოლაძე და თამარ ახალკაციშვილი - ასოციაციის პროექტების კოორდინატორი; სპიკერები: მამია (მამუკა) სურმავა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ანალიტიკურ ორგანიზაცია ,,ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი გიორგი ანთაძე ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ნინო შუკვანი - პოლიტიკის ფილოსოფოსი.
მოხსენება ადამიანის უსაფრთხოების კონცეფციასა და მის გავლენაზე საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგზე გააკეთეს: თამარ რუსეიშვილმა - უსაფრთხოების მკვლევარმა და თინათინ ობოლაძემ -საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა დემოკრატიული თანამეგობრობის ორგანიზაციაში (CoD).
შეხვედრაზე გაანალიზდა უსაფრთხოების პრობლემატიკა, როგორც ისტორიულად ცვლადი ამოცანა საზოგადოების განვითარებისა და თვითგადარჩენის პოზიციიდან, შეფასდა, რომ უსაფრთხოებას გააჩნია ადამიანური განზომილება სოციალური განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და იგი წარმოგვიდგება, როგორც ერთ - ერთი უმთავრესი ღირებულება და წინაპირობა თავად ადამიანის ყოფისა და საზოგადოების განვითარებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე შეხვედრაზე საუბარი იყო უსაფრთხოების აქსიოლოგიურ და სოციოკულტურულ ხასიათზე.
ვებინარისთვის - „უსაფრთხოების ფილოსოფია“ მომზადების პროცესში, ასოციაციის თავმჯდომარის ბესიკ ობოლაძის მიერ წარდგენილ იქნა ვებინარის სპიკერებისა და მონაწილეებისადმი განსახილეველი საკითხების მოკლე მიმოხილვა.